2020 წლის 19 თებერვალი, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი

2020 წლის 19  თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს ტექნიკურ საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა საბჭოს თავმჯდომარე მეუფე დავითი, მოხსენებით წარსდგა გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი.

მოხსენების თემას წარმოადგენდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის AR #18-1244 - ,,ღვარცოფსარეგულაციო ელასტიური ბარაჟის პრეზენტაცია და ნაგებობის მშენებლობისათვის ტერიტორიის შერჩევა.

მოხსენების შემდეგ გამართა კამათი, შეკითხვებს პასუხობდა პროფ, გივი გავარდაშვილი. საპატრიარქოს ტექნიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მომზადდეს ,,ღვარცოფსარეგულაციო ელასტიური ბარაჟის“ პროექტი და ნაგებობა მოეწყოს  მდინარე სამონასტრო ხევში შიო-მღვიმის სამონასტრო კომპლექსის ღვარცოფებისაგან დავის მიზნით.