2020 წლის 22 მარტი გარემოს დაცვის ეკოცენტრი, ქ. თბილისი

2020 წლის 21 მარტს გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექციის ინციატივით გაიმართა ვებინარი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების: საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის არასამთავრებო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებულ იქნა გაეროს მიერ ინსცინირებული   წლის მსოფლიო  დღის აღსანიშნავად. 

202003224

პროფესორი გივი გავარდაშვილი ვებინარის ინციატორი

ვებინარში მონაწილეობას იღებდნენ:

 

202003222 202003223 202003221

გივი  გავარდაშვილი საქართველო

ოჰანეს ტოკმაჯიანი სომხეთი

ტელმან ზინალოვი აზერბაიჯანი

 

 

 

  • საქართველო -  პროფესორი გივი გავარდაშვილი ა(ა)იპ ,,გარემოს დაცვის ეკოცენტრის“ (გაეროს ეკონომიკური  და  სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო  სტატუსის ორგანიზაცია) დირექტორი;
  • სომხეთი - პროფესორი ოჰანეს ტოკმაჯიანი - შ.პ.ს. ,,სომხეთის ჰიდრავლიკური ასოციაციის თავმჯდომარე“;
  • აზერბაიჯანი - პროფესორი ტელმან ზეინალოვი - შ.პ.ს. აზერბაიჯანის ნაციონალური ეკოლოგიური პროგნოზირების ცენტრის დირექტორი;

 

ვებინარი, რომელიც გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში კოლეგებმა განიხილეს მსოფლიოში კორონა ვირუსის ინფექციის გავრცელების მდგომარეობა და თითოეულმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ქვეყნის მთავრობების შეთანხმებული მოქმედებით საზღვრების ჩაკეტვის საკითხებზე და შემდეგ ყურადღება გაამახვილეს გაეროს მიერ გამოცხადებული წყლის მსოფლიო  დღის მნიშვნელობაზე.

პროფესორმა გივი გავარდაშვილმა კოლეგებს გააცნო კავკასიის რეგიონში წყლის რესურსების მნიშვნელობაზე და მათ შორის ისაუბრა ტრანსასაზღვრო მდინარე მტკვრის წყალშემკერბ აუზში ფორმირებული წყლის რესურსების პრობლემებზე და მის გადაწყვეტის მნიშვნელობაზე სამივე ქვეყნისათვის. 

მან განიხილა მტკვარი-არაქსის აუზში წყლის რესურსების  დაბინძურების საკითხები  და წამოაყენა წინადადება თბილისში არასამთავრებო ორგანიზაციის სამეცნიერო კონსორციუმის შექმნის შესახებ, რომელიც კავკასიის რეგიონში გაეროს მხარდაჭერით იმუშავებს წყლის რესურსების, მათ შორის სასმელი  წყლის  პრობლემებზე  კლიმატის ცვლილების მხედველობაში მიღებით.

საუბარში აქტიური ჩართულება განახორციელეს ოჰანეს ტოკმაჯიანმა და ტელმან ზეინალოვმა, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე ეკოლოგიურ პროცესებზე და გამოხატეს აქტიური მზადყოფნა თანამშრომლობაზე.

პროფესორ გივი გავარდაშვილის  წინადადებას მხარი დაუჭირეს პროფესორებმა: ოჰანეს ტოკმაჯიანმა და ტელმან ზინალოვმა და შეთანხმდნენ რომ კორონა ვირუსის გავრცელების პრობლემებთან გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ქ. თბილისში შედგეს სამუშაო შეხვედრა აღნიშნული საკითხების დეტალურად განხილვისათვის.

ეკოცენტრის დირექტორმა გივი გავარდაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავავრცელე  მილოცვა, რომელსაც უკვე შეუერთდა მსოფლიოს 18 ქვეყნის მეცნიერ-სპეციალისტები: საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, აშშ - დან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, ბრაზილიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან , თურქეთიდან, ნორვეგიიდან და ა.შ.

ვებინარში აქტიური მონაწილება მიიღეს სამივე რესპუბლიკის ზემოთ დასახელებული ორგანიზაციის  წარმომადგენლება, რომლებმაც ისაუბრეს კავკასიის რეგიონში წყლის რესურსებისა და ეკოლოგიურ საკითხებზე, ასევე  რეგიონში ტურიზმის, როგორც ბიზნესის მხარდაჭერაზე.