2020 წლის 23 ივნისი. ქ. თბილისი, საქართველო

2020 წლის 23 ივნისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა 2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის - CARYS -ის პროექტების ონლაინ პრეზენტაციები.

გარემოს დაცვის ეკოცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა აკადემიურმა დოქტორმა ნათია გავარდაშვილმა 5 ქვეყნის ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიის წინაშე გააკეთა პრეზენტაცია პროექტზე - ,,თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიება“- CARYS – 19-305.

ექსპერტთა გადაწყვეტილებით პროექტმა მიიღო მაღალი შეფასება და CARYS – 19-305 საგრანტო პროექტმა მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება 2020-2021 წწ განმავლობაში.