2020 წლის 25 აგვისტო. ქ. თბილისი, საქართველო

2020 წლის 25 აგვისტოს ქ. თბილისში გაეროს საქართველოს ოფისში შედგა შეხვედრა გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში დოქტორ საბინე მახლისა და გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექტორთან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ გივი გავარდაშვილს შორის. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის მთავარი მრჩეველი დოქტორი მარინე ჩიტაშვილი და ეკოცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი დოქტორი ნათია გავარდაშვილი.

პროფესორმა გივი გავარდაშვილმა გააცნო დოქტორ საბინე მახლის გაეროს ოფიციალური დოკუმენტი გარემოს დაცვის ეკოცენტრს გაეროს ეკონომიკური  და  სოციალური საბჭოს (ECOSOC)  საკონსულტაციო  სტატუსის ორგანიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით  და სთხოვა თანამშრომლობა გაეროს საქართველოს ოფისის ხელმძღვა­ნელს კორონა ვირუსის (COVID -19) პირობებში საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის, წყლის რესურსების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით.

დოქტორმა  საბინე მახლიმ საფუძვლიანად მოისმინა პროფ. გ. გავარდაშვილის ინფორმაცია და სთხოვა მთავარი მრჩეველს დოქტორ მარინე ჩიტაშვილს დააკავშიროს პროფესორი გივი გავარდაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს: FAOGE, UNDP, UNIDO, UNWOMEN, IOM, UNICEF, მომავალ საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობისათვის. უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ შეხვედრა შედგეს სექტემბერ-ოქტომბრის თვის შუალედში.

06 20201 06 20202

გაეროს (UN)  საქართველოს ოფისში სამუშაო შეხვედრისას.

მარჯვნიდან - გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დოქტორი საბინე მახლი და გარეომოს დაცის ეკოცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი