25 აგვისტო, 2015, ქ. თბილისი, საქართველო

ქ. თბილისში, სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართა ოფიციალური შეხვედრა აშშ-ს აგრარული დეპარტამენტის კოხრანის საერთაშორისო პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის მენეჯერს, ბ-ნ ლევ კუჩევსკის და გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექტორს, პროფ. გივი გავარდაშვილს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარების გეგმა და დაისახა კოხრანის პროგრამის ფარგლებში ქართველი სპეციალისტების და დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლების კურსების განხორციელება მელიორაციის (ირიგაცია, დრენაჟი, ეროზია) და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.    

image045

ფოტო

ოფიციალური შეხვედრისას: მარცხნიდან: ბ-ნი ლევ კუჩევსკი და პროფ. გივი გავარდაშვილი