31 აგვისტო, 2017, ქ. თბილისი, საქართველო

ქ. თბილისში, გარემოს დაცვის ეკოცენტრის ოფისში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა აშშ-ს აგრარული დეპარტამენტის კოხრანის საერთაშორისო პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის მენეჯერს, ბ-ნ ლევ კუჩევსკის და გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექტორს, პროფ. გივი გავარდაშვილს შორის. შეხვედრის დროს განხილული იქნა კოხრანის პროგრამით გავლილი ფერმერებისა და სპეციალისტების ამერიკაში მიღებული გამოცდილების დანერგვა სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარებისათვის. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის ბატონ დემნა ძირკვაძის მხარდაჭერით საქართველოში საპილოტე სასოფლო-სამეურნეო სავარგულეების გაცნობის შესახებ.

image025

ფოტო

ოფიციალური შეხვედრისას: მარცხნიდან: ბ-ნი ლევ კუჩევსკი და პროფ. გივი გავარდაშვილი