29 ივლისი - 4 აგვისტო, 2013 წლის ქ. ბორჯომი, საქართველო

ქ. ბორჯომში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში (ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. #23) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტისა და გარემოს დაცვის ეკოცენტრის ორგანიზატორობით ჩატარდა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე ,,გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ვახტანგ თევზაძის ხსოვნას. კონფერენცია გაიხსნა 2013 წლის 31 ივლისს 9.30 საათზე. მასში მონაწილეობდა 6 ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის და ირანის მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრები და სულ წარდგენილი იყო 46 მოხსენება: მათ შორის 21 - საქართველოდან, 15 - სომხეთიდან, 6 - აზერბაიჯანიდან, 2 - რუსეთიდან, 1 - ირანიდან და 1 - თურქეთიდან.

კონფერენცია გახსნა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკოცენტრის დირექტორმა, ტექნ. მეცნ. დოქტორმა, პროფ. გივი გავარდაშვილმა, მან სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესორ ვახტანგ თევზაძის ხსოვნას. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თანახელმძღვანელები: სომხეთის მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ოგანეს ტოკმაჯიანი და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ფარდა იმანოვი. კონფერენციაზე გარდა საქმიანი ურთიერთობებისა, აღსანიშნავი იყო მეცნიერ-თანამშრომლების ის მეგობრული და თბილი დამოკიდებულება, რომელიც თან სდევდა ყოველ შეხვედრას. მათ აღნიშნეს მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის როლი არამარტო მეცნიერების განვითარებისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის, არამედ კავკასიის რეგიონში მშვიდობის აღდგენის საქმეში.

კონფერენციის მსვლელობა გაშუქებული იქნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტელევიზიითა და გაზეთ “ბორჯომის” ბეჭდური მედიით.

http://borjomi.tv/?menuid=14&id=463&lang=1 

image056

ფოტო 1. კონფერენციის პრეზიდიუმში. მარჯვნიდან პროფ. ო. ტოკმაჯიანი,

პროფ. გ. გავარდაშვილი, პროფ. ფ. იმანოვი.

image057

ფოტო 2. კონფერენციის მსვლელობისას.

image058

ფოტო 3. პროფ. გ. გავარდაშვილი ინტერვიუს პროცესში