2019 წლის 11-12 მაისი, თბილისი, სასტუმრო ,,კრუიზი“

სასტუმრო ,,კრუიზში“ გაიმართა საერთაშორისო სემინარი - პრეზენტაცია ევროკავშირის პროექტის - “ - ,,კულტურული ტურიზმის მდგრადი განვითარება შავი ზღვის აუზში - CULTOUR – BSB 117“ დაფინანსებით.

საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელია: წამყვანი პარტნიორი - სოზოპოლის მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი), პროექტის პარტნიორი: კონსტანტას მუნიციპალიტეტი (რუმინეთი), გარემოს დაცვის ეკოცენტრი (საქართველო), უკრაინის მდგრადი განვითარების სააგენტო და „ქვედა დუნაის ევრორეგიონი“ (ASDEI), (ქ. იზმაილი), იზმალის საქალაქო საბჭო აღმასრულებელი კომიტეტი (უკრაინა) და ქ. დუჟჯეს მმართველობა (თურქეთი).

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა უნივერსიტეტების ტურიზმის მიმართულებით პროფესორ-სპაციალისტებმა, საქართველოს სახვადასხვა რეგიონისა და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა - ტუროპერატორებმა. სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენს სტუმრები პროექტის შემსრულებლები საზღვარგრეთიდან: პეტია პასევა - კომუნიკაციის ოფიცერი, სუზოპოლოს მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი), სერხი ლუზანოვი - ქ. იზმაილის აღმასრულებელი კომიტეტი კომუნიკაციის ოფიცერი (უკრაინა), ვიორელი ბაბაიანი -კომუნიკაციის ოფიცერი, „ქვედა დუნაის ევრორეგიონი“ (ASDEI), (უკრაინა), ტატიანა პასმაროვა - ტურიზმის ექსპერტი „ქვედა დუნაის ევრორეგიონი“ (ASDEI), (უკრაინა), ხანა ბილობროვა - ტურიზმის ექსპერტი, იზმალის საქალაქო საბჭო აღმასრულებელი კომიტეტი (უკრაინა), ზელიხა ორალოღლუ - კომუნიკაციის ოფიცერი, ქ. დუჟჯეს მმართველობა (თურქეთი), ელიფ ბერნა ბაქირ - ტურიზმის ექსპერტი, ქ. დუჟჯეს მმართველობა (თურქეთი).

სემინარი გახსნა გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა გივი გავარდაშვილმა, პროექტის რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე ქვეყანაში შავი ზღვის ტურიზმის განვითარების აქტუალობაზე. სემინარზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: - დავით ბუჯიაშვილი -საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირის დახმარების კოორდინა­ციის დეპარტამენტის უფროსი; რუსუდან მამაცაშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.

image011 image012
image013 image014
image015 image016

ფოტო

სემინარის მსვლელობისას