15-21 ნოემბერი, 2013, ქ. თბილისი, საქართველო

ეკოცენტრში სტუმრად იმყოფებოდა რუსეთის მეშჩერის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის გენერალური დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. იური მაჟაისკი. ეკოცენტრის დირექტორთან, პროფ. გივი გავარდაშვილთან საუბრისას განიხილეს ეკოცენტრსა და რუსეთის მეშჩერის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი.

2013 წლის 17 ნოემბერს ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. გივი გავარდაშვილმა და პროფ. იური მაჟაისკიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ეკოცენტრსა და მეშჩერის სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი საერთაშორისო გრანტების მომზადებასა და საპროექტო ღონისძიებების განხორციელებას.