18-19 ნოემბერი, 2019, ქ. თბილისი, საქართველო

2019 წლის 18-19 ნოემბერს ქალაქ თბილისში, სასტუმრო კრუიზში გაიმართა ევროკავშირის საგრანტო პროექტის ,,კულტურული ტურიზმის მდგრადი განვითარება შავი ზღვის აუზში’’ მმართველი კომიტეტის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები 5 პარტნიორი ქვეყნიდან: ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, უკრაინა და თურქეთი. შეხვედრის მიზანი იყო შესრულებული სამუშაოების განხილვა და სამომავლო ამოცანების დაგეგმვა. შეხვედრაზე მოხსენებები წარმოადგინეს: პეტია ჩაპაევა (წამყვანი ბენეფიაციარი - ბულგარეთი), მარია საპანარუ (პარტნიორი 2 - რუმინეთი), გივი გავარდაშვილი (პარტნიორი 3 - საქართველო), ვიორელ ბაბაიანი (პარტნიორი 4 - უკრაინა), სერგი ლუზანოვი (პარტნიორი 5 - უკრაინა), ზელიჰა ორალოგლუ (პარტნიორი 6 - თურქეთი). მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

pojm image002
image003 image004
image005 image006

ფოტო

პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე