7 - 13 ოქტომბერი. 2013, პადუა, იტალია

ეკოცენტრის დირექტორი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ პადუაში (იტალია), სადაც გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “ვაიონტი-2013”, რომელიც მიეძღვნა ვაიონტის კაშხლის კატასტროფის 50 წლისთავს (1963-2013). კონფერენციაზე გ. გავარდაშვილი წარსდგა მოხსენებით თემაზე “სიონის მიწის კაშხლის ავარიის შემთხვევაში წარმოშობილი წყალდიდობის პროგნოზირება”. 

image050

ფოტო

პროფ. გივი გავარდაშვილი პოსტერის პრეზენტაციისას (ქ. პადუა, იტალია)

image051

ფოტო

მარჯვნიდან: პროფ. რ. ჯენევოისი (პადუას უნივერსიტეტი, იტალია) 

და პროფ. გ. გავარდაშვილი (საქართველო)

კონფერენციის პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შედგა საველე-პროფესიული ექსკურსია ვაიონტის კაშხალზე. კონფერენციის დახურვაზე მომხსენებელ მეცნიერ-სპეციალისტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

image052

ფოტო

კონფერენციის მსვლელობისას

image053

ფოტო

ვაიონტის კაშხალზე ეკვსკურსიისას. 

მარჯვნივ პროფ. რ. პოტონი (აშშ) და პროფ. გ. გავარდაშვილი (საქართველო)

image054

ფოტო

კონფერენციის ოფიციალურ ვახშამზე.

მარჯვნიდან: პროფ. ჯ. შნაიდერი (ავსტრია), პროფ. მ. მაკსავენეი (ახალი ზელანდია),

პროფ. ა. შტორმი (რუსეთი), პროფ. გ. გავარდაშვილი (საქართველო)

გარდა პრეზენტაციებისა (საკონფერენციო დარბაზსა და ვაიონტის კაშხალზე), შედგა შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-სპეციალისტებთან: პადუას უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რინალდო ჩენევოისთან (იტალია), ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორ ჯანა შნაიდერთან (ავსტრია), კიოტის უნივერსიტეტის პროფესორ ჯონღუი ვანგასთან (იაპონია), იაპონიის გარემოსა და ინფრასტრუქტურის განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის პროფესორ ტარო უჩიდასთან, რუსეთის სს “ჰიდროპროექტის ინსტიტუტის” სეისმური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ტექნ. მეცნ. დოქტორ ალექსანდრე შტორმთან, ბენ-გურიონის უნივერსიტეტის გეოლოგიური და გარემოს დაცვის დეპარტამენტის პროფესორთან, ტექნ. მეცნ. დოქტორ იოზეფ ჰატზორთან, რომის უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობის დეპარტამენტის ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსთან, ტექნ. მეცნ. დოქტორთან, პროფ. ფრანჩესკო ფედერიკოსთან, ფირმა ლაიკას წარმომადგენელთან ელენა პიანტელსა და ფირმა “სის გეოს” წარმომადგენლებთან.