8-14 ოქტომბერი, 2017, ქ. მეხიკო, მექსიკა

ქ. მეხიკოში გაიმართა ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის მიერ ორგანიზებული ირიგაციისა და დრენაჟის 23-ე საერთაშორისო კონგრესი თემაზე - „ირიგაციისა და დრენაჟის მოდერნიზაცია ახალი მწვანე რევოლუციის ფონზე“. კონგრესის მსვლელობის პერიოდში პროფ. გივი გავარდაშვილი შეხვდა ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტს დოქტორს, პროფ. საიდ ნაირიზს. საუბარი შეეხო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში საქართველოს გაწევრიანებას და მასში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების საქმეში. ასევე ახალგაზრდა სპეციალისტების აქტიურ ჩართულობას სამეცნიერო და ბიზნეს წრეების განვითარების საქმეში.

image034

ფოტო

მარცხნიდან: დოქტორი, პროფ. საიდ ნაირიზი და პროფ. გივი გავარდაშვილი