14 აგვისტო, 2014, ქ. თბილისი, საქართველო

კოხრანის პროგრამის ფარგლებში დოქტორი, პროფ. გივი გავარდაშვილი მიწვეულ იქნა საქართველოში აშშ-ს ელჩის - ბ-ნ რიჩარდ ნორლანდის რეზიდენციაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მეცნიერები, ფერმერები და კოხრანის პროგრამის ყოფილი მონაწილეები და სოფლის მეურნეობის ბიზნეს სექტორში დასაქმებული სპეციალისტები. აშშ-ს ელჩთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების კოხრანის პროგრამაში ჩართულობის გააქტიურებასა და მიღებული გამოცდილების გაზიარება/დანერგვაზე სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით.  

image046

ფოტო

პროფ. გივი გავარდაშვილი (მარჯვნივ) საქართველოში აშშ-ს ელჩთან - ბ-ნ- რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრისას