18 დეკემბერი, 2013 , ქ. თბილისი, საქართველო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში, გალერეა «უნივერსში», ჩატარდა წიგნის «მეცნიერის სავიზიტო ბარათი» პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტისა და გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექტორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი გავარდაშვილის 55 წლის იუბილეს.

წიგნში განხილულია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი გავარდაშვილის ბოლო 5 წლის (2008-2012 წწ.) ადმინისტრაციული, სამეცნიერო-პრაქტიკული და პედაგოგიური საქმიანობა, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც განახორციელა მსოფლიოს 16 ქვეყანასთან (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). ინფორმაცია განთავსებულია 466 გვერდზე, ილუსტრირებულია ფერადი სურათებით. წიგნში, რომელიც გამოიცა აკადემიკოს ოთარ ნათიშვილის რედაქტორობით, წარმოდგენილია გივი გავარდაშვილის მიერ ორგანიზებული - წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმის მოკლე ანგარიში, ინფორმაცია ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ, გ. გავარდაშვილის ბიოგრაფიული და სამეცნიერო შრომების ბიბლიოგრაფიული მონაცემები, გამოგონებები, მონოგრაფიები და მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით 2006-2013 წლებში საქართველოში დაპროექტებული და განხორციელებული გარემოსდამცავი ღონისძიებების ჩამონათვალი.

პრეზენტაცია გახსნა სტუ-ს პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსმა, პროფ. თამაზ ბაციკაძემ. პრეზენტაციით წარსდგა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ტექნ. აკად. დოქტორი ინგა ირემაშვილი, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი, სპეციალურად პრეზენტაციისთვის პოლონეიდან ჩამოსული ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის სამშენებლო ინსტიტუტის დირექტორი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ერჟი სობოტა, სტუ-ს რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში ბატონი კახაბერ სოლოღაშვილი, კომპანიის “Trans Electrica Limited ” პროექტის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი, ტექნ. მეცნ. დოქტ., პროფ. დავით მირცხულავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე; სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. შალვა გაგოშიძე; სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. თეიმურაზ გველესიანი; წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ზღვებისა და წყალსატევების განყოფილების ხელმძღვანელი, ტექნ. მეცნ. დოქტორი ირინე იორდანიშვილი, ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი, ტექნ. აკად. დოქტორი ზურაბ ლობჟანიძე და სხვ. 

image049

ფოტო

მემორანდუმის გაფორმებისას 

მარჯვნივნიდან: პროფ. ი. მაჟაისკი (რუსეთი) და პროფ. გ. გავარდაშვილი