ისტორია

სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში გარემოს დაცვის, საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციებში ეკოლოგიური განათლების ამაღლების მიზნით, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის (ყოფილი საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ს/კ ინსტიტუტი) ბაზაზე 1985 წელს შეიქმნა კოოპერატივი ,,ჰიდროტექნიკოსი”, რომლის პირველი დირექტორი იყო ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აწ გარდაცვლილი ფრიდონ შატბერაშვილი, შემდეგ კოოპერატივი გადაკეთდა, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,წყალდიდობებისა და წყალმოვარდნებისაგან გარემოს დაცვის ეკოცენტრი”, რომლის დირექტორად არჩეულ იქნა საქართველოსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გაეროს ექსპერტი ბუნების სტიქიური მოვლენების საკითხებში კავკასიაში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ცოტნე მირცხულავა, ხოლო თანადირექტორად კი არჩეულ იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ სიჭინავა. 

საქართველოში ახალი საკანონმდებლო ბაზის გგათვალისწინებით საზოგადოებრივი ორგანიზაცია 2010 წლის 25 იანვარს განმეორებით დარეგისტრირდა, როგორც არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი გარემოს დაცვის ეკოცენტრი (ეკოცენტრი), რომლის დირექტორად ერთხმად არჩეულ იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.

2019 წლის 8 ივლისს ქ. პარიზში (საფრანგეთი) ხელი მოეწერა მემორანდუმს UNESCO - ს RURITAGE - ს კონსორციუმსა (დამატებითი რეპლიკატორის ხელშეკრულება Croup III– ს თვის), (პროფ. ს. ტონდელი) და გარემოს დაცვის ეკოცენტრს (პროფ. გ. გავარდაშვილი)  შორის;

2019 წლის 18 ივნისის გაეროს გადაწყვეტილებით გარემოს დაცვის ეკოცენტრს მიენიჭა 

გაეროს ეკონომიკური და  სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია.