14 ნოემბერი, 2013, ქ. თბილისი, საქართველო

ეკოცენტრში სტუმრად იმყოფებოდა მსოფლიოს ბუნების დაცვის ფონდის (WWF) საქართველოში გერმანიის ფილიალის დირექტორი ნიკა მალაზონია. ეკოცენტრის დირექტორთან, პროფ. გივი გავარდაშვილთან საუბრისას განიხილეს ეკოცენტრის მეცნიერ-სპეციალისტების აქტიური ჩართვა ჯავახეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების დამუშავებაში, კერძოდ: «ჯავახეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სოფლებში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება». საუბრის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება აღნიშნულ სამუშაოს შესრულების მიზნით.